book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

5 აპრილს გუდაურში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი – გიგანტური სლალომი გაიმართა

5 აპრილს გუდაურში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი – გიგანტური სლალომი გაიმართა

5 აპრილს გუდაურში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის  დასკვნითი შეჯიბრი – გიგანტური სლალომი ჩატარდა. ძლიერი ქარის გამო, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა, სპორტული კლუბის მწვრთნელებთან ერთად გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ერთი ცდა ჩაეტარებინა. ამ შეჯიბრშიც, როგორც სლალომის სახეობაში, მონაწილეობა მიიღო: თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარისა  გუნდის საუკეთესო 6-6 მა სპორტსმენმა, რომლებმაც საქართველოს თასის რეგიონალურ თასის ეტაპებზე შესაბამისი ქულები მოიპოვა. გიგანტური სლალომის პრიზიორები:…

დეტალურად

4-5 აპრილს 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი გუდაურში ტარდება

4-5 აპრილს 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი გუდაურში ტარდება

4 აპრილს გუდაურში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის  სლალომის სახეობა ჩატარდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, კერძოდ ძლიერი ქარის და ნისლის, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბის მწვრთნელებთან ერთად, საერთო ძალისხმევით, შეძლეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარების უზრუნველყოფა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო: თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარისა  გუნდის საუკეთესო 6-6 მა სპორტსმენმა, რომლებმაც საქართველოს თასის რეგიონალურ თასის ეტაპებზე საუკეთესო ქულები მოიპოვეს. სლალომის პრიზიორები: 2012-2013…

დეტალურად

ბაკურიანში FIS-ის ეგიდით ბავშვთა საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა

ბაკურიანში FIS-ის ეგიდით ბავშვთა საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა

6-7 მარტს ბაკურიანში ბავშვთა შორის FIS-ის ეგიდით საერთაშორისო სამთო-სათხილამურო შეჯიბრი – ,,ლადოს თასი“ წარმატებით  ჩატარდა სლალომსა და გიგანტური სლალომის სახეობებში, რაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ისტორიაში პირველი შეთხვევაა. შეჯიბრის ორგანიზატორები: ,,ლადოს თასის“ საორგანიზაციო კომიტეტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მთის ტრასების სააგენტო იყო, ხელშემწყობი კი საქართველოს სპორტის სამინისტრო. შეჯიბრება FIS-ის წესების მიხედვით ორ ასაკობრივ კატეგორიად დაიყო (14 წლამდე და 16 წლამდე ბავშვები U14-U16).…

დეტალურად

ნინო წიკლაურმა თურქეთში ოთხი გამარჯვება მოიპოვა

ნინო წიკლაურმა თურქეთში ოთხი გამარჯვება მოიპოვა

2-5 მარტს თურქეთის კურორტ ულუდაგ-ბურსაში თურქეთის სამთო-სათხილამურო ღია ჩემპიონატი და ასევე FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებები გაიმართა, სადაც ნინო წიკლაურმა იასპარეზა. ოთხივე დღეს სლალომსა და გიგანტურ სლალომში ნინომ პირველობა არავის დაუთმო და ოთხი გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას! ამ შეჯიბრებებზე ასევე იასპარეზეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა: ლუკა ბუჩუკურმა, ნოდარ კოზანაშვილმა და ოთო წულეისკირმა. ლუკამ სლალომებში მე-13 და მე-14 ადგილები დაიკავა და…

დეტალურად

3 მარტს ბაკურიანში 2026 წლის საქართველოს რეგიონული თასის ეტაპი – გიგანტური სლალომი ჩატარდა

3 მარტს ბაკურიანში 2026 წლის საქართველოს რეგიონული თასის ეტაპი – გიგანტური სლალომი ჩატარდა

3 მარტს ბაკურიანში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპის გიგანტური სლალომი ჩატარდა. მზიანმა დღემ სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს (GSF-MTA) ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი წარმატებით გამართულიყო. შეჯიბრში ისევ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარისა  გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა (70-მდე სპორტსმენი). გიგანტრური სლალომის პრიზიორები: 2012-2013 წწ. გოგონები: 1 – ანანო სანაკოევი – ბაკურიანი 2 – ლიკა პაპიძე – აჭარა 3 –…

დეტალურად

2026 წლის საქართველოს რეგიონული თასის მესამე ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა

2026 წლის საქართველოს რეგიონული თასის მესამე ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა

2 მარტს ბაკურიანში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი სლალომის სახეობა, მიუხედავად უამინდობისა, წარმატებით გაიმართა. შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარისა  გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები, როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო. სლალომის პრიზიორები: 2012-2013 წწ. გოგონები: 1 – ლიკა პაპიძე – აჭარა 2 – ნიტა ჩართოლანი – სვანეთი 3 – თეკლა ვიბლიანი – ბაკურიანი  …

დეტალურად

სომხეთში ბაკურიანის სამთო-მოთხილამურეთა გუნდმა წარმატებას მიაღწია

სომხეთში ბაკურიანის სამთო-მოთხილამურეთა გუნდმა წარმატებას მიაღწია

24-26 თებერვალს სომხეთის კურორტ წაგხაძორში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში სომხეთის ღია პირველობა და სარეიტინგო შეჯიბრებები გაიმართა. ამავე დღეებში ასევე ჩატარდა ბავშვთა შორის (U14-U16) სლალომი და გიგანტური სლალომის სახეობები, სადაც ბაკურიანის სამთო-მოთხილამურეთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. უფროს ასაკში გიგანტურ სლალომში ნინო გეორქოვი მესამე და მეორე ადგილებზე გავიდა, მესამე ადგილი დაიკავა ამავე სახეობაში ირაკლი აბესაძემაც. ორივე სლალომში გამარჯვება მოიპოვა ნინო…

დეტალურად

ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე მეხუთედ იასპარეზა

ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე მეხუთედ იასპარეზა

25-ე ზამთრის მილანო კორტინას ოლიმპიადა ნინო წიკლაურისთვის მეხუთე იყო. საქართველოს ზამთრის სახეობების ისტორიაში ნინო პირველი სპორტსმენია, რომელმაც ხუთ ოლიმპიადაზე იასპარეზა. 15 თებერვალს გიგანტური სლალომი გაიმართა, სადაც ნინომ 49-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონი კი ამ სახეობაში იტალიელი ფედერიკა ბრინიონე გახდა, ვერცხლის მედალი შვედმა სარა ჰექტორმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი ნორვეგიელი თეა ლუისე სტერნესედი დასჯერდა. 18 თებერვალს სლალომის სახეობაში სამწუხაროდ ნინოს დისკვალიფიკაცია…

დეტალურად

ლუკა ბუჩუკურმა ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა

ლუკა ბუჩუკურმა ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა

საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრმა ლუკა ბუჩუკურმა ზამთრის მილანო კორტინას ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა. ლუკა ბუჩუკურის კომენტარი შეჯიბრამდე: -,,პატარაობიდან ვოცნებობდი ოლიმპიადაზე საუკეთესო ათლეტებთან ერთად მიმეღო მონაწილეობა. ამას წინ უძღოდა დიდი შრომა და უწყვეტი ვარჯიში. დღეს პირველ სტარტს ავიღებ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.“ 14 თებერვალს გიგანტურ სლალომი გაიმართა, ლუკამ 56-ე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი ბრაზილიელმა ლუკას პინიერო ბრატენმა მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელები:…

დეტალურად

8 თებერვალს სლალომი გაიმართა ჭანჭახის ტრასაზე

8 თებერვალს სლალომი გაიმართა ჭანჭახის ტრასაზე

8 თებერვალს კურორტზე გოდერძი, ჭანჭახის ტრასაზე 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი – სლალომის სახეობა ჩატარდა. ამ დღეს კურორტ გოდერძიზე თოვდა და ნისლი იყო. ორგანიზატორების თავდაუზოგავი შრომის შედეგად სპორტსმენებმა უსაფრთხოდ იასპარეზეს. რთული მეტეო პირობების გამო, გადაწყდა მხოლოდ ერთი ცდა ჩატარებულიყო. შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრ ჯგუფად…

დეტალურად