6-7 მარტს ბაკურიანში ბავშვთა შორის FIS-ის ეგიდით საერთაშორისო სამთო-სათხილამურო შეჯიბრი – ,,ლადოს თასი“ წარმატებით ჩატარდა სლალომსა და გიგანტური სლალომის სახეობებში, რაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ისტორიაში პირველი შეთხვევაა.
შეჯიბრის ორგანიზატორები: ,,ლადოს თასის“ საორგანიზაციო კომიტეტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მთის ტრასების სააგენტო იყო, ხელშემწყობი კი საქართველოს სპორტის სამინისტრო.
შეჯიბრება FIS-ის წესების მიხედვით ორ ასაკობრივ კატეგორიად დაიყო (14 წლამდე და 16 წლამდე ბავშვები U14-U16). შეჯიბრებაში 100 მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
სლალომის პრიზიორები:
U14 გოგონები:
1- ლიკა პაპიძე – საქართველო
2- ანანო სანაკოევი – საქართველო
3- ნიტა ჩართოლანი – საქართველო
U14 ვაჟები:
1- ფიოდორ ბორზენკოვი – ყაზახეთი
2- მატვეი ოვსიანიკოვი – ყაზახეთი
3- ალექსანდრე მურადიანი – საქართველო
U16 გოგონები:
1- ალიონა ოვსიანიკოვა – ყაზახეთი
2- ქეთი ვეზდენი – საქართველო
3- კატო ცირეკიძე – საქართველო
U16 ვაჟები:
1- დავით ბადალიანი – სომხეთი
2- ელდარ ბოგდაშკინი – ყაზახეთი
3- კახა გოშთელიანი – საქართველო
გიგანტური სლალომის პრიზიორები:
U14 გოგონები:
1- ლიკა პაპიძე – საქართველო
2- თეკლა ვიბლიანი – საქართველო
3- ნიტა ჩართოლანი – საქართველო
U14 ვაჟები:
1- ვლადიმერ სტეპანოვი – ყაზახეთი
2- იან ბოლოტოვი – ყაზახეთი
3- ფიოდორ ბორზენკოვი – ყაზახეთი
U16 გოგონები:
1- ალიონა ოვსიანიკოვა – ყაზახეთი
2- იულია ეპიფანოვა – ყაზახეთი
3- ანასტასია ვიბლიანი – საქართველო
U16 ვაჟები:
1- აშოტ საფარიანი – სომხეთი
2- დავით ბადალიანი – სომხეთი
3- დავით ჯერმიზაშვილი – საქართველო
ვულოცავთ ჩვენს მოთხილამურეებს წარმატებას!
სრული შედეგები იხ.www.fis-ski.com
