2-5 მარტს თურქეთის კურორტ ულუდაგ-ბურსაში თურქეთის სამთო-სათხილამურო ღია ჩემპიონატი და ასევე FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებები გაიმართა, სადაც ნინო წიკლაურმა იასპარეზა.
ოთხივე დღეს სლალომსა და გიგანტურ სლალომში ნინომ პირველობა არავის დაუთმო და ოთხი გამარჯვება მოიპოვა.
ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას!
ამ შეჯიბრებებზე ასევე იასპარეზეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა: ლუკა ბუჩუკურმა, ნოდარ კოზანაშვილმა და ოთო წულეისკირმა.
ლუკამ სლალომებში მე-13 და მე-14 ადგილები დაიკავა და გიგანტურ სლალომში მე-16 ადგილებზე გავიდა ორივე დღეს.
ნოდარ კოზანაშვილი გიგანტურ სლალომში მე-14 და მე-17 იყო, პირველ სლალომში მე-17 ადგილი დაიკავა, მეორე სლალომში სამწუხაროდ გამოვარდა.
ოთო წულეისკირი ტრავმის შემდეგ პირველად ასპარეზობდა შეჯიბრზე, ვულოცავთ მას დაბრუნებას. გიგანტურ სლალომში მე-18 და 24-ე ადგილები დაიკავა, სლალომის შეჯიბრებებზე კი სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა.

