book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

GSF & FIS

2023 წელს საქართველო (ბაკურიანი) (FIS) სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

2018 წლის გაზაფხულზე საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ 2023 წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, სადაც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულა.

ეს წარმატება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა (GSF-ის) და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი ძალისხმევისა და რამდენიმეწლიანი შრომის შედეგია.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე განაცხადი ქართულმა მხარემ 2017 წელს გააკეთა. კენჭისყრამდე კი ბაკურიანში პირველად გაიმართა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრი სქი ქროსის სახეობაში, რაც უცხოელი ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა.

საქართველოს მხარე 2023 წლამდე ვალდებულია, რომ (FIS-ის) ფრისტაილის ყველა დისციპლინის მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპებს უმასპინძლოს.
2019 წლის მარტში გუდაურმა (FIS-ის) სათხილამურო და სნოუბორდის სქი ქროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლა. შეჯიბრებებში 15 ქვეყნის 150 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

2020 წელს გუდაურში (FIS-ის) მსოფლიო თასის ეტაპები სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და გიგანტურ სლალომის ჩატარდება.

gsf big logo
fis-international-ski-federation-logo-A5F99D6004-seeklogo.com