5 აპრილს გუდაურში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის დასკვნითი შეჯიბრი – გიგანტური სლალომი ჩატარდა. ძლიერი ქარის გამო, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა, სპორტული კლუბის მწვრთნელებთან ერთად გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ერთი ცდა ჩაეტარებინა.
ამ შეჯიბრშიც, როგორც სლალომის სახეობაში, მონაწილეობა მიიღო: თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარისა გუნდის საუკეთესო 6-6 მა სპორტსმენმა, რომლებმაც საქართველოს თასის რეგიონალურ თასის ეტაპებზე შესაბამისი ქულები მოიპოვა.
გიგანტური სლალომის პრიზიორები:
2012-2013 წწ.
გოგონები:
1 – თეკლა ვიბლიანი – ბაკურიანი
2 – ნიტა ჩართოლანი – სვანეთი
3 – ანანო სანაკოევი – ბაკურიანი
ვაჟები:
1 – ალექსანდრე მურადიანი – სვანეთი
2 – თემურ მიქელაძე – ბაკურიანი
3 – მათე ზაქაიძე – გუდაური
2010-2011
გოგონები:
1 – ქეთი ვეზდენი – სვანეთი
2 – ანასტასია ვიბლიანი – ბაკურიანი
3 – კატო ცირეკიძე – გუდაური
ვაჟები:
1 – კახა გოშთელიანი – სვანეთი
2 – ილარიონ მუშკუდიანი – სვანეთი
3 – ალექსანდრე ნასყიდაშვილი – ბაკურიანი
2009 და უფროსი ასაკი
გოგონები:
1 – ნინო გეორქოვი – ბაკურიანი
2 – ნატა მეხეშიძე – აჭარა
3 – ნელი უსტიმენკო – ბაკურიანი
ვაჟები:
1 – დავით გამცემლიძე – თბილისი
2 – ბექა ბერძენიშვილი – ბაკურიანი
3 – დავით თედიაშვილი – ბაკურიანი
სრული შედეგები იხ. Results.gsf.ge
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის სლალომისა და გიგანტური სლალომის გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოება საღამოს სასტუმრო ,,მარკო პოლოს“ ტერიტორიაზე მუსიკის თანხლებით სასიამოვნო გარემოში გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონატი სათხილამურო ფედერაციისა და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და ,,სილქნეტის“ ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. კომპანია, როგორც ფედერაციის გენერალური სპონსორი, დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში. შეჯიბრის მხარდამჭერები იყვნენ: სასტუმრო ,,მარკო პოლო“ , ,,ლენდმარკერ ჯგუფი“ და ,,რედბული“
ამით დასრულდა 2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი.
