4 აპრილს გუდაურში 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის სლალომის სახეობა ჩატარდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, კერძოდ ძლიერი ქარის და ნისლის, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბის მწვრთნელებთან ერთად, საერთო ძალისხმევით, შეძლეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარების უზრუნველყოფა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო: თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარისა გუნდის საუკეთესო 6-6 მა სპორტსმენმა, რომლებმაც საქართველოს თასის რეგიონალურ თასის ეტაპებზე საუკეთესო ქულები მოიპოვეს.
სლალომის პრიზიორები:
2012-2013 წწ.
გოგონები:
1 – ანანო სანაკოევი – ბაკურიანი
2 – ლიკა პაპიძე – აჭარა
3 – ნიტა ჩართოლანი – სვანეთი
ვაჟები:
1 – ალექსანდრე მურადიანი – ბაკურიანი
2 – თემურ მიქელაძე – აჭარა
3 – მათე ზაქაიძე – გუდაური
2010-2011
გოგონები:
1 – ქეთი ვეზდენი – სვანეთი
2 – ელენე ჯაოშვილი – თბილისი
3 – ლიზი პაქსაძე – აჭარა
ვაჟები:
1 – ილარიონ მუშკუდიანი – სვანეთი
2 – კახა გოშთელიანი – სვანეთი
3 – ნიკოლოზ დულათი – თბილისი
2009 და უფროსი ასაკი
გოგონები:
1 – ნინო გეორქოვი – ბაკურიანი
2 – ნელი უსტიმენკო – ბაკურიანი
3 – ელენე ბურდული – გუდაური
ვაჟები:
1 – ლუკა ბუჩუკური – გუდაური
2 – ნიკოლოზ ლებანიძე – თბილისი
3 – იესე ვეზდენი – სვანეთი
შეჯიბრის დასასრულს დაჯილდოება გაიმართა. 2026 წლის საქართველოს თასის რეგიონულ ეტაპების საერთო ჯამის გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს თასები გადაეცათ.
ხვალ, 5 აპრილს გიგანტური სლალომია დაგეგმილი კუდების ფერდობზე. საქართველოს ჩემპიონატის სლალომისა და გიგანური სლალომის პრიზიორების დაჯილდოება საღამოს სასტუმრო ,,მარკო პოლოს“ ტერიტორიაზე ჩატარდება.
სრული შედეგები იხ.results.gsf.ge
