5-19 თებერვალს საფრანგეთის კურორტ კურშეველ/მერიბელში სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. ლუკა ბუჩუკური, რომელიც პირველად გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, გიგანტურ სლალომში 64 ქვეყნის 100 მოთხილამურეს შორის 46-ე ადგილი დაიკავა. ირაკლი არღვლიანმა და ნოდარ კოზანაშვილმა სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს. ნინო წიკლაურმა კი მუხლის ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ შეჯიბრზე ვერ შეძლო გამოსვლა.
[contact-form-7 id="765"]
