საქართველოს ფრისტაილის ჩემპიონატის შემდეგ გუდაურმა 9 აპრილს საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპს უმასპინძლა – სპეციალურ სლალომში.
შეჯიბრში 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან : აჭარა, ბაკურიანი, სვანეთი, თბილისი, გუდაური. მონაწილეთა სია დაიყო სამ ასაკობრივ კატეგორიად. შეჯიბრში მონაწილეობდნენ 2000-იდან -2009 წლამდე დაბადებული სპორტსმენები.
გამარჯვებულებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა :
გოგოები :
2009 – 2008 წწ
I ადგილი – ქეთი ჯაფარიძე – სვანეთი
II ადგილი – ნელი უსტიმენკო – ბაკურიანი
III ადგილი – ნინი გევორქოვი – ბაკურიანი
2006-2007 წწ
I ადგილი – ნინო ენუქიძე – თბილისი
II ადგილი – ნატა მეხეშიძე – აჭარა
III ადგილი – ნინი გოგოლაძე – ბაკურიანი
2005 წლის ზემოთ
I ადგილი – მარი ჩოგაძე – აჭარა
II ადგილი – ეკატერინე გელენიძე – თბილისი
III ადგილი – მარიამ ნავერიანი – სვანეთი
ბიჭები :
2008-2009 წწ
I ადგილი – ირაკლი ხერგიანი – სვანეთი
II ადგილი – გიორგი ჯაფარიძე – სვანეთი
III ადგილი – ირაკლი აბესაძე – ბაკურიანი
2006-2007წწ
I ადგილი – ლუკა დულათი – თბილისი
II ადგილი – ლუკა ბურდული – გუდაური
III ადგილი – ოთო ხვედელიძე – ბაკურიანი
დატვირთული საშეჯიბრო სეზონის ბოლოს, 10 აპრილს გუდაურში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით კიდევ ერთი, საქართველოს თასის გათამაშების დასკვნითი ეტაპი გაიმართება სადაც გამოვლინდება 2022 წლის სამთო სათხილამურო თასის აბსოლუტური ჩემპიონი.
ფოტოების დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს.