21 მარტს, გუდაურში, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი ჩატარდა – გიგანტურ სლალომში.
ეტაპში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (გუდაური, ყაზბეგი, სვანეთი, ბაკურიანი, თბილისის, აჭარა. 15 გოგო, 37 ბიჭი.) მონაწილეთა სია დაიყო სამ ასაკობრივ კატეგორიად. შეჯიბრში მონაწილეობდნენ 2000-იდან -2009 წლამდე დაბადებული სპორტსმენები.
შედეგები:
2009 – 2008 წწ
გოგოები
პირველი ადგილი – ნელი უსტიმენკო – ბაკურიანი
მეორე ადგილი – ქეთი ჯაფარიძე – სვანეთი
მესამე ადგილი – ნინო ჯანუყაშვილი – ყაზბეგი
2006-2007 წწ
გოგოები
პირველი ადგილი – ნინო ენუქიძე – თბილისი
მეორე ადგილი – ნატა მეხეშიძე – აჭარა
მესამე ადგილი – ნინი გოგოლაძე – ბაკურიანი
2005 წლის ზემოთ
პირველი ადგილი – მარიამ ნავერიანი – სვანეთი
მეორე ადგილი – გვანცა ბეგიაშვილი – სვანეთი
მესამე ადგილი – მარი ჩოგაძე – აჭარა
2008-2009 წწ
პირველი ადგილი – გიორგი ჯაფარიძე – სვანეთი
მეორე ადგილი – ნიკოლოზ ხაფავა – თბილისი
მესამე ადგილი – დავით გამცემლიძე – თბილისი
2006-2007წწ
პირველი ადგილი – იასე ვეზდენი – სვანეთი
მეორე ადგილი – ლუკა დულათი – თბილისი
მესამე ადგილი – ლუკა ბურდული – გუდაური
2005წლის ზემოთ
პირველი ადგილი – გიორგი კურტანიძე – ბაკურიანი
მეორე ადგილი – ლევან ნაზღაიძე – გუდაური
მესამე ადგილი – ნოდარ ჯორბენაძე – აჭარა
საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი 9,10 აპრილს, გუდაურში გაიმართება. გარდა ამისა, გუდაურში დაგეგმილია შეჯიბრები ბიგ ეარისა და სლოუფსტაილის სახეობებში 26,27 მარტს.