25 ოქტომბერიდან 6 ნოემბრამდე საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა გუნდმა ავსტრიის ცნობილ კურორტზე ჰინტერტუქსში ივარჯიშა.
ოლიმპიური ნაკრების წევრები: ლევან ნაზღაიძე, იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ნიკოლოზ გოგოლაძე და გოგა გულედანი ემზადებიან ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ბაკურიანში 2025 წლის თებერვალში გაიმართება. მათთან ერთად ასევე იყვნენ უფროსი ასაკის მოთხილამურეები: ნოდარ კოზანაშვილი და ლუკა ბუჩუკური, რომელთაც იტალიელი მწვრთნელი მაურო არიოლი ამზადებს. ამჟამად ოლიმპიურ ნაკრებს ალექსი ბენიაიძე და სოსო ჯაფარიძე ავარჯიშებს.
ვარჯიშის დროს სამწუხაროდ ოთარ წულეისკირმა ფეხი მოიტეხა, მას ოპერაცია ქალაქ ინსბრუკში გაუკეთეს.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ოთარს!