ვიზიტი ზოლდენში
25-27 ოქტომბერს, ავსტრიის ცნობილ კურორტზე – ზოლდენში 2019 წლის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშების სეზონის გახსნაზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და ორგანიზაცია ,,ინფრონტს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმება-მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ,,ინფრონტი,, საქართველოში დაგეგმილი ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ მსოფლიო თასის ეტაპებისა და 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიოს ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქებაში იქნება საქართველოს პარტნიორი.