შემოდგომის შეკრებები
საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: სოსო ჯაფარიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, სანდრო ჟორჟოლიანი და ნოდარ კოზანაშვილი ავსტრიის ცნობილ მყინვარზე – ჰინტერტუქსში 17 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე ივარჯიშებენ.
საქართველოს სკი კროსის ნაკრების წევრები: დავით თედიაშვილი და ბექა ბერძენიშვილი 18 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე ავსტრიის ერთ-ერთ ცნობილი კურორტზე – პიცტალში მოემზადებიან მომავალი სეზონისთვის.
საქართველოს სნოუბორდის სლოუფსთაილის ნაკრების წევრები: ჯაბა სხვედიანი და გიორგი დვალი 20-21 ნოემბერს ლანგრაფში (ჰოლანდია) გამართულ FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრში და ევროპის თასის ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.
ავსტრიის მყინვარები: ჰინტერტუქსი და პიცტალი ძალიან კარგი ადგილებია სავარჯიშოდ. ზაფხული-შემოდგომის პერიოდში მრავალი ცნობილი მოთხილამურე ამ მყინვარებზე ვარჯიშობს. ასევე სხვადასხვა ქვეყნის და არამარტო ევროპის (ამერიკა, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.) მრავალი გუნდი სწორედ ამ კურორტებზე გადის მომზადებას.