book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

დღეს გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეოთხე ეტაპი – გიგანტური სლალომი გაიმართა.

შეჯიბრში ისევ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო:

გიგანტური სლალომის პრიზიორები:

2011-2012 წწ.

გოგონები:

1 – თეკლა ვიბლიანი – ბაკურიანი

2 – კატო ცირეკიძე – გუდაური

3 – ანანო სანაკოევი – ბაკურიანი

 

ვაჟები:

1 – ალექსანდრე ნასყიდაშვილი – ბაკურიანი

2 – ანდრია ბურდული – გუდაური

3 – ალექსანდრე მურადიანი – ბაკურიანი

 

2009-2010 წწ.

გოგონები:

1 – ანასტასია ვიბლიანი – ბაკურიანი

2 – ნინო გეორქოვი – ბაკურიანი

3 – ელენე ჯაოშვილი – თბილისი

 

ვაჟები:

1 – ნიკოლოზ ლებანიძე – თბილისი

2 – ილარიონ მუშკუდიანი – სვანეთი

3 – დავით გამცემლიძე – თბილისი

 

2008 წ. და უფროსი ასაკი:

გოგონები:

1 – ზეინაბი ჩოგაძე – აჭარა

2 – ნატა მეხეშიძე – აჭარა

3 – ლანა გელაძე – აჭარა

 

ვაჟები:

1 – ირაკლი ხერგიანი – სვანეთი

2 – ლევან ნაზღაიძე – გუდაური

3 – იესე ვეზდენი – სვანეთი

სამთო კურორტებზე საქართველოს თასის გათამაშების ჩატარებას ყველა ეტაპზე ხელს უწყობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები: სვანეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი. გუდაურის ეტაპის სათანადო ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, მცხეთა-მთიანეთის გამგეობა. საქართველოს თასის გათამაშების რეგიონული ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და ,,სილქნეტის“ ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. მეოთხე ეტაპის შემდეგ, გუდაური უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადება. ის მოთხილამურეები, რომლებიც საქართველოს თასის გათამაშების რეგიონულ ეტაპებზე დააგროვებენ მაღალრეიტინგულ ქულებს, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი გუდაურში 4-7 აპრილს, ,,სილქნეტის“ მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.

საინფორმაციო მხარდამჭერი და მედია პარტნიორია ,,ევრონიუს საქართველო“.

ხვალ სლალომი ჩატარდება.