4 ივნისს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 52-ე კონგრესი გაიმართა. მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) 52-ე კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებმა FIS-ის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ხმის მიცემის პროცესში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ჯან ფრანკო კასპერის ნაცვლად ზემოთხსენებულ პოზიციას ამიერიდან იოჰან ელიაში დაიკავებს.
ბიზნესმენმა, იოჰან ელიაშმა გამარჯვება პირველივე ცდაზე 65 ხმით (54.82%-ით) მოიპოვა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამირჩიეთ ფედერაციის ახალ პრეზიდენტად. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჯან ფრანკო კასპერს, რომელსაც მე მრავალი წელია ვიცნობ. მის გარეშე ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით“ – განაცხადა ელიაშმა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ.
კონგრესზე პრეზიდენტთან ერთად დელეგატებმა ფედერაციის 16-წევრიანი საბჭოც აირჩიეს. 4 ივნისს შერჩეული მონაწილეები ფედერაციას სამსახურს 2022 წლის გაზაფხულს დანიშნულ კონგრესამდე გაუწევენ.
კონგრესის სრულად ნახვისთვის ეწვიეთ – https://www.youtube.com/watch?v=I31gZ2F1XlU