book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მედია გუნდი მწუხარებით აცხადებს, რომ FIS– ის ყოფილი პრეზიდენტი ჯან ფრანკო კასპერი 9 ივლისს გარდაიცვალა.

კასპერი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას 46 წლის მანძილზე ემსახურა, მათგან 23 წელი კი FIS-ის პრეზიდენტის პოზიციაზე. სულ რაღაც ერთი თვის წინ მან დატოვა ფედერაციის პრეზიდენტის პოზიცია და არჩევნების გზით საბჭომ 52-ე საერთაშორისო კონგრესზე ახალი პრეზიდენტი, ბიზნესმენი, იოჰან ელიაში აირჩიეს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგის და თანაგუნდელის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ჯან ფრანკო კასპერის ოჯახს და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გუნდს – საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ვიცე პრეზიდენტი პატრიკ ლანგი, გენერალური მდივანი ირინა აჩბა და ფედერაციის გენერალური პარტნიორის, სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

ჯან ფრანკო კასპერი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო 2000-2018 წლებში, 2003 წლიდან კი მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტოშიც გაწევრიანდა. გარდა ამისა კასპერი ზამთრის ოლიმპიური სპორტის საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტი იყო.

„ჯან ფრანკო კასპერი იყო საერთაშორისო სპორტის საზოგადოების ერთ-ერთი უნიკალური წევრი“ – აცხადებს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, იოჰან ელიაში. „კასპერმა პატარა ფედერაციიდან შექმნა FIS-ი, თავისი გამორჩეული ხედვისა და შრომის ეთიკის დამსახურებით. მე მქონდა პატივი გამეცნო ჯან ფრანკო 25 წლის წინ , მასთან გავიზიარე მრავალი მნიშვნელოვანი მომენტი და ისტორია რაც სპორტის სამყაროს უკავშირდება. FIS-ის მთელი გუნდის სახელით მინდა მივუსამძიმრო კასპერების ოჯახს“- იოჰანი ელიაში.