9-16 ნოემბერს ლიეტუვაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ (FIS-ის) ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სავარჯიშო შეკრება ჩატარდა. შეკრებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრები ლევან ნაზღაიძე და იასონ ვეზდენი თავიანთ მწვრთნელთან – ალექს ბენიაიძესთან ერთად.
სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა ხელოვნურ თოვლზე დახურულ დარბაზში სახელწოდებით ,,სნოუ არენა“ ივარჯიშეს.
შეკრების დასასრულს 14-15 ნოემბერს FIS-ის სლალომის შეჯიბრება გაიმართა. პირველ დღეს ლევან ნაზღაიძემ 28-ე და იასონ ვეზდენმა 30-ე ადგილები დაიკავეს. მეორე დღეს იასონ ვეზდენი 28-ე ადგილზე გავიდა, ლევანი კი სამწუხაროდ გამოეთიშა ასპარეზობას.
შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 50-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.