4-16 თებერვალს ავსტრიის ცნობილი კურორტი ზაალბახია სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: ნინო წიკლაური, ნოდარ კოზანაშვილი, ლევან ნაზღაიძე და ლუკა ბუჩუკური ზაალბახში იმყოფებიან და შეჯიბრისთვის ემზადებიან.
ნინო წიკლაური 13 თებერვალს გიგანტურ სლალომში და 15 თებერვალს სლალომში მიიღებს მონაწილეობას. ბიჭებს კი მთავარ შეჯიბრებამდე კვალიფიკაციის გავლა მოუწევთ – 13 თებერვალს გიგანტური სლალომი და 15 თებერვალს სლალომი გაიმართება. კვალიფიკაციის გავლის შემთხვევაში ნოდარი, ლუკა და ლევანი 14 თებერვალს გიგანტურ სლალომში და 16-ში სლალომში გამოვლენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოთხილამურეებს!