FIS-ის ახალი სათხილამურო და სნოუბორდ კროსის საშეჯიბრო დირექტორი ცნობილია
ეს პოზიცია ცნობილმა მოთხილამურემ კლაუს ვალდნერმა დაიკავა.
კლაუსთან ჩვენი მეგობრობა 2017-2018 წლებში დაიწყო. 2017 წელს ის ბაკურიანში FIS-ის გამართულ შეჯიბრებას ხელმძღვანელობდა, 2018 წელს კი სნოუბორდსა და თხილამურ ქროსში ევროპის თასის შეჯიბრებების ხელმძღვანელი იყო. უკვე სამი წელია საქართველოს დიდი ქომაგი და გულშემატკივარია.
ვულოცავთ კლაუსს და წარმატებებს ვუსურვებთ! მოუთმენლად ველოდებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში, რომელშიც ის ისევ უხელმძღვანელებს შეჯიბრებებს.