2021 წელს სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში გაიმართება. ეტაპს საქართველო 26, 27 და 28 თებერვალს უმასპინძლებს. 28 თებერვლის შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. სკი კროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 1 გოგო და 1 ბიჭი იქნება გუნდში.ქვეყანას შეიძლება ყავდეს ერთზე მეტი გუნდი. როგორც კლასიკურ სკი კროსში, აქაც 4 სპორტსმენი დაეშვება…
