2021 წელს სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში გაიმართება. ეტაპს საქართველო 26, 27 და 28 თებერვალს უმასპინძლებს. 28 თებერვლის შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს.
სკი კროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 1 გოგო და 1 ბიჭი იქნება გუნდში.ქვეყანას შეიძლება ყავდეს ერთზე მეტი გუნდი. როგორც კლასიკურ სკი კროსში, აქაც 4 სპორტსმენი დაეშვება ერთდროულად. შეჯიბრებაში პირველები კაცები გამოდიან ,შესაბამისი დროის სხვაობით სასტარტო კარები ეხსნება გუნდის მეორე მონაწილეს,ქალს.
ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება რადგან სათხილამურო ღონისძიებები მხოლოდ სკი ქროსის ეტაპით არ დასრულდება.
3,4 და 5 მარტს ბაკურიანი ასევე სნოუბორდ კროსს უმასპინძლებს.
ყველა ზემოთხსენებული ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.