book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

2026 წლის 25-27 აგვისტოს გაიმართა ბაკურიანისა და გუდაურის საშეჯიბრო ტრასების ინსპექტირება, რომლის მიზანია მომავალში საქართველოში საერთაშორისო სამთო-სათხილამურო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობის შეფასება. აღნიშნული შეჯიბრებები მოიცავდა FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებს, ევროპის თასის ეტაპებს, მსოფლიო თასის ეტაპებსა და მსოფლიო ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ინსპექტირებას დაესწრნენ საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) წარმომადგენლები, მარიან ჰოსალა და ვიმ როსელი, რომლებიც ევროპის თასის მიმართულების კოორდინატორების გუნდს წარმოადგენენ. ასევე, ინსპექტირებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) წარმომადგენლებმა და მთის ტრასების სააგენტოს (MTA) თანამშრომლებმა.

ინსპექტირების ფარგლებში მოხდა ტრასების, ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების სისტემების, ლოგისტიკური შესაძლებლობებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, ასევე მომავალი შეჯიბრებისთვის პერსპექტიული ტრასების იდენტიფიცირება ჰომოლოგაციისათვის.

ინსპექციის ფარგლებში შემოწმდა ორი სათხილამურო კურორტი: ბაკურიანი და გუდაური.