book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრებმა: ნიკა ელოშვილმა, რევაზ ბურდულმა, ჯაბა სხვედიანმა, ირაკლი ფხაკაძემ და ნიკოლოზ გაბულდანმა 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე ავსტრიის ცნობილ კურორტზე შტუბაიში  თავიანთი მწვრთნელის ტომას მურგის მეთვალყურეობით ივარჯიშეს.

სამწუხაროდ ვარჯიშის დროს ნიკოლოზ გაბულდანმა მუხლის ტრავმა მიიღო.

ნიკა ელოშვილი: -,,გუნდის ვარჯიშებმა ჩვენი მწვრთნელის ტომას მურგის ხელმძღვანელობით საკამოდ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა მას ჩვენგან! სამწუხაროდ სერიოზული ტრავმა მიიღო ნიკოლოზ გაბულდანმა მუხლზე, რაც გუნდისთვის დიდი დანაკლისია, გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო მას და მხნეობა რეაბილიტაციის პერიოდში. მონაწილეობა მივიღეთ Prime Park Sessions-ის ერთ კვირიან ბანაკში, რომელიც სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მსოფლიოს ტოპ გუნდებიც სწორედ აქ ატარებენ შემოდგომის ძირითად ნაწილს. ჩვენი სპორტსმენების განვითარებისა და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს შეკრებებში მონაწილეობის მიღება და იმედი გვაქვს ფედერაციის დახმარებით მეტი ვარჯიშის საშუალება მოგვეცემა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, შემდეგი შეკრება ავსტრიაში დეკემბრის თვეში გვაქვს დაგეგმილი, იანვრიდან კი უკვე საშეჯიბრო პერიოდი გვეწყება. წარმატებები მინდა ვუსურვო ჯაბა სხვედიანს, რევაზ ბურდულსა და ირაკლი ფხაკაძეს რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვა ჩემპიონატებში!“

ჩვენს სპორტსმენებს წარმატებებს და ნიკოლოზს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!