book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

9 დან 16 თებერვლამდე ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი სამ სხვადასხვა სპორტის სახეობაში იასპარეზებს. სამთო-მოთხილამურეები: ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო, იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი და გოგა გულედანი სლალომში, გიგანტურ სლალომსა და გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. 10-11 თებერვალს გიგანტური სლალომი ჩატარდება, 13-14 თებერვალს სლალომი და 16 თებერვალს გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

ანასტასია და ნელი 11 და 14 თებერვალს გამოვლენ, ვაჟთა ნაკრები კი 10 და 13 თებერვალს იასპარეზებს.

ფიგურულ სრიალში ინგა გურგენიძე გამოვა, ხოლო ბიათლონში შიო ქუჩუკიანი.

ოლიმპიური ფესტივალი 9 თებერვალს 19:00 სთ.ზე გაიხსნება.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!