book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

5-6 აპრილს გუდაურში 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. ორი დღის განმავლობაში შეჯიბრი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება.

გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და თბილისის გუნდების წევრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ. საქართველოს ჩემპიონატში ის ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობენ, რომლებმაც ზამთრის სეზონზე, საქართველოს თასის რეგიონულ ეტაპებზე მაღალრეიტინგული ქულები დააგროვეს. საქართველოს ჩემპიონატი სათხილამურო სპორტში წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. შეჯიბრებაზე მიღწეული მაღალი შედეგებით, ახალგაზრდა მოთხილამურეები საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებენ.

საქართველოს ჩემპიონატი სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და ,,სილქნეტის“ ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. კომპანია, როგორც ფედერაციის გენერალური სპონსორი, დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.

ჩემპიონატს წელს, როგორც თანაპარტნიორი, სასტუმრო “მარკო პოლო გუდაური” შემოუერთდა.