9-16 ნოემბერს ლიეტუვაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ (FIS-ის) ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სავარჯიშო შეკრება ჩატარდა. შეკრებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრები ლევან ნაზღაიძე და იასონ ვეზდენი თავიანთ მწვრთნელთან – ალექს ბენიაიძესთან ერთად. სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა ხელოვნურ თოვლზე დახურულ დარბაზში სახელწოდებით ,,სნოუ არენა“ ივარჯიშეს. შეკრების დასასრულს 14-15 ნოემბერს FIS-ის სლალომის შეჯიბრება გაიმართა. პირველ დღეს ლევან ნაზღაიძემ 28-ე და იასონ ვეზდენმა 30-ე ადგილები დაიკავეს.…
[contact-form-7 id="765"]
