8-11იანვარს აზერბაიჯანის კურორტ შადაგ მაუნთინ რეზორთი აზერბაიჯანის ღია პირველობას და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებებს მასპინძლობს.
8 იანვარს სლალომის შეჯიბრება ჩატარდა, სადაც ქართველმა სამთო-მოთხილამურემ – ნინო წიკლაურმა გამარჯვება მოიპოვა, მეორე ადგილზე შვეიცარიელი ნიკიტა ანერი გავიდა და მესამე ადგილს უზბეკი საბინა რეჯეპოვა დასჯერდა.
ნინო წიკლაური:-,,პირველად ვარ ამ კურორტზე, მთა საკმაოდ ტექნიკური იყო, როგორიც მე მომწონს.
დიდი მოსამზადებელი პერიოდი არ მქონოა ამ ზამთრისთვის, მაგრამ თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ სლალომის თხილამურებზე და ეს გამარჯვება თვითდაჯერებულობას მმატებს რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ.“
9-10 იანვარს ორი სლალომი და 11 იანვარს გიგანტური სლალომია დაგეგმილი.
ვულოცავთ ნინოს გამარჯვებას და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებებს ვუსურვებთ!
