დღეს ბაკურიანში კოხტა გორას ტრასაზე მსოფლიო თასის ეტაპი დუალ მოგულის სახეობაში ჩატარდა. მზიანმა ამინდმა ხელი შეუწყო როგორც სპორტსმენებს ასევე ორგანიზატორებს, რომ შეჯიბრი წარმატებით გამართულიყო.
ქალთა შორის ამერიკელმა ჯეინ კაუფმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე იაპონელი რინო იანაგიმატო გავიდა, მესამე ადგილი კი ფრანგმა პერინ ლაფონტემ დაიკავა.
ვაჟთა შორის შვედმა ვალტერ ვალბერგმა გაიმარჯვა, მეორე და მესამე ადგილები ფრანგმა ბენჟამინ ქავემ და შვედმა ფილიპ გრევენფორსმა გადაინაწილეს.