პირველ თებერვალს პოლოეთის კურორტ გუბალოვკაში FIS-ის სლოუფსთაილის შეჯიბრი ჩატარდა, სადაც საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრმა ჯაბა სხვედიანმა მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ჯაბას ფეხის ტრავმის შემდეგ დიდხნიანი რეაბილიტაცია დაჭირდა და რთული გზის შემდეგ ეს წარმატება ორმაგად სასიხარულოა.
შეჯიბრებაში მეორე ქართველი – ნიკოლოზ გაბულდანიც ასპარეზობდა, ნიკოლოზმა მე-12 ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ ჯაბას, ხვალინდელ ბიგ აირის შეჯიბრზე კი წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!