18-30 მარტს შვეიცარიის კურორტ ენგადინში ფრისტაილის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, სადაც საქართველოს სნოუბორდისა და სკი კროსის ნაკრების წევრები: რევაზ ნაზღაიძე, დავით თედიაშვილი და ლაშა კურტანიძე იასპარეზებენ.
სნოუბორდერი რევაზ ნაზღაიძე 20 მარტს პარალელურ გიგანტურ სლალომში და 22 მარტს პარალელურ სლალომში იასპარეზებს.
მოთხილამურეებს: დავითსა და ლაშასაც 20 მარტს აქვთ კვალიფიკაცია, სკი კროსის შეჯიბრი კი 22 მარტს გაიმართება.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!