book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

გუდაურმა კიდევ ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა. 26,27 მარტს კურორტზე საქართველოს ფრისტაილის ჩემპიონატი გაიმართა ბიგ ეარსა და სლოუფსტაილში.

ფრისტაილის ჩემპიონატი საქართველოში 2013 წლიდან ტარდება და  ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი იღებს მასში მონაწილეობას. წლევანდელ შეჯიბრში ჩაერთნენ მოთხილამურეები და სნოუბორდერები საქართველოს ისეთი რეგიონებიდან როგორიცაა: არახვეთი, გუდაური, ყაზბეგი, თბილისი, თელავი, სვანეთი. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ უცხოელი სპორტსმენებიც. სულ, სლოუფსტაილის ჩემპიონატში, 9 მოთხილამურემ და 10-მა სნოუბორდერმა იაპარეზა. გამარჯვებულებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა :

თხილამური

I ადგილი – ლუკა ჩოფიკაშვილი

II ადგილი – ნიკა ელოშვილი

III ადგილი – ლუკა ბურდული

სნოუბორდი

I ადგილი – ჯაბა სხვედიანი

II ადგილი – ლუკა ღვინიაშვილი

III ადგილი – ნეითენ დიფნერი (შვედეთი)

ბიგ ეარის ჩემპიონატში 5-მა მოთხილამურემ და 6-მა სნოუბორდერმა მიიღო მონაწილეობა.

შედეგები :

თხილამური

I ადგილი – ლუკა ჩოფიკაშვილი

II ადგილი – ნიკა ელოშვილი

III ადგილი – ნიკა ბურდული

სნოუბორდი

I ადგილი – ჯაბა სხვედიანი

II ადგილი – თორნიკე ფალიანი

III ადგილი – ნიკოლოზ გაბულდანი

2023 წელს, საქართველოში დაგეგმილი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი, თავისუფალი სტილის სახეობების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და დამატებით სტიმულს მისცემს ქართველ სპორტსმენებს.

ფოტოებისთვის ეწვიეთ ფეისბუქ ბმულს.