ჩემპიონატი ორ ნაწილად იყო დაყოფილი, მონაწილეობდნენ როგორც მოთხილამურეები, ასევე სნოუბორდერები.სულ 21-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 8 მოთხილამურე , ხოლო 13 სნოუბორდერი იყო.
სლოუფსტაილში დაბრკოლებების გადალახვა რამდენიმე კატეგორიაა, სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით ხდება მონაწილეების შეფასება. სპორტსმენებმა ქულები ილეთების სირთულის, სტილის , ამპლიტუდისა და შესრულების მიხედვით მოიპოვეს. მონაწილეები 100 ბალიანი სისტემით შეფასდნენ.
მოთხილამურეებს შორის პირველი ადგილი 73 ქულით ლუკა მახვილაძემ, მეორე ადგილი 66 ქულით რეზი ბურდულმა მოიპოვა. მესამე ადგილი ლუი გარნიემ და ლუკა ბურდულმა გადაინაწილეს, მონაწილეებმა 63 ქულა მიიღეს.შეჯიბრის სნოუბორდის ნაწილში კი პირველ ადგილზე გუგა დვალი (75 ქულით) , მეორე ადგილზე კი ლუკა რურუა გავიდა (54 ქულით). მესამე ადგილი კრის ჰიუგსმა და არის აკრიტიდისმა გაიყვეს, 50 ქულით.