book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

ესეც ასე,უამინდობის მიუხედავად გუდაურში სკი და სნოუბორდ კროსის კიდევ ერთი ჩემპიონატი ჩავატარეთ.

შეჯიბრებაში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ შორის იყვნენ სვანეთის, ბაკურიანის, გუდაურისა და თბილისის სპორტსკოლების ათლეტები.

დღეს დავრწმუნდით, რომ სპორტულ სულისკვეთებას წინ ვერანაირი დაბრკოლება ვერ აღუდგება. სამწუხაროდ უამინდობის გამო შეჯიბრის ფინალური ნაწილი ვერ შედგა, თუმცა საშეჯიბრო ტრასის სირთულისა და რთული კლიმატური პირობების მიუხედავად იყვნენ მონაწილეებიც რომლებიც ტურნირის ნახევარ-ფინალში მოხვდნენ და ჩვენი მხარდამჭერი კომპანიებისგან დასაჩუქრდნენ კიდევაც.

სათხილამურო კროსის  გამარჯვებულებს შორის იყვნენ ლუკა დულათი, ალეკო ჯაფარიძე, ლევან ნაზღაიძე, ბესო ჩართოლანი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ჩირო გავვა და ზუკა ბაქრაძე. სნოუბორდ კროსის შეჯიბრში კი ნახევარ-ფინალში მოხვდნენ ჯაბა სხვედიანი, ბაქარ მუშკუდიანი, ვაკო ზაქაიძე, მიკოლაი ბეკასიაკი და ნარნუკი.

მსგავსი ღონისძიებების ჩატარება განსაკუთრებულ როლს თამაშობს  როგორც სპორტსმენების, ასევე საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარებაში.

ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის, რაც შეიძლება მეტი მოტივირებული ათლეტი ვიხილოთ თხილამურსა და სნოუბორდზე,
ამისათვის კი საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ენერგიასა და რესურსს არ დაიშურებს.