10 ნოემბრიდან საქართველოს სკი კროსის ნაკრების წევრები: დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე ავსტრიის კურორტ პიცტალში მყინვარზე ვარჯიშობენ თავიანთი მწვრთნელის – ვატო კოპაძის მეთვალყურეობით.
22-23 ნოემბერს ამავე კურორტზე გაიმართება FIS-ის შეჯიბრი, სადაც ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. დეკემბერში კი დავით თედიაშვილი მსოფლიო თასის ეტაპებზე მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!