მსოფლიოს და ევროპის თასის ეტაპების ბაკურიანში წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებს მასპინძლობს გუდაური.
20 მარტს გუდაურში, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი ჩატარდა – სპეციალურ სლალომში.
19 მარტს დაგეგმილი ვარჯიში უამინდობის გამო ვერ ჩატარდა, თუმცა სპორტსმენებმა მწრთვნელებთან ერთად, შეჯიბრის დაწყებამდე მოსინჯეს ტრასა.
ეტაპში მონაწილეობა მიიღო 55-მა ახალგაზრდა სპორტსმენმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (გუდაური, ყაზბეგი, სვანეთი, ბაკურიანი, თბილისის, აჭარა. 15 გოგო, 40 ბიჭი.) მონაწილეთა სია დაიყო სამ ასაკობრივ კატეგორიად. შეჯიბრში მონაწილეობდნენ 2000-იდან -2009 წლამდე დაბადებული სპორტსმენები.
შედეგები:
2009 – 2008 წწ
გოგოები
პირველი ადგილი – ნინი გევორქოვი – ბაკურიანი
მეორე – ქეთი ჯაფარიძე – სვანეთი
მესამე – ელზა ჩოგაძე – აჭარა
2006-2007 წწ
გოგოები
პირველი – ნატა მეხეშიძე – აჭარა
მეორე – ნინი გოგოლაძე – ბაკურიანი
მესამე – ზეინაბ ჩოგაძე – აჭარა
2005 წლის ზემოთ
პირველი – მარიამ ნავერიანი – სვანეთი
მეორე – მარიამი ჩოგაძე – აჭარა
მესამე – გვანცა ბეგიაშვილი – სვანეთი
2008-2009 წწ
პირველი – გიორგი ჯაფარიძე – სვანეთი
მეორე – ირაკლი აბესაძე – ბაკურიანი
მესამე – ხაფავა ნიკოლოზი – თბილისი
2006-2007წწ
პირველი – ლუკა დულათი – თბილისი
მეორე – ოთო ხვედელიძე – ბაკურიანი
მესამე – ნიკოლოზ გოგოლაძე – ბაკურიანი
2005წლის ზემოთ
პირველი – გიორგი კურტანიძე – ბაკურიანი
მეორე – ლევან ნაზღაიძე – გუდაური
მესამე – ნიკოლოზ გაგაძე – გუდაური
საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი 9,10 აპრილს, გუდაურში არის დაგეგმილი. გარდა ამისა, გუდაურში დაგეგმილია შეჯიბრებები ფრისტაილის სხვადასხვა სახეობებში.