პირველ ოქტომბერს საქართველოს გოგონათა და ვაჟთა სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ანასტასია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ლებანიძე, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე და იასე ვეზდენი ავსტრიაში გაემგზავრნენ.
მათ საწვრთნელ შეკრებას ალექს ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და ნინი ნინუა ხელმძღვანელობენ.
საქართველოს ნაკრების წევრები ჰინტერტუქსის ცნობილ მყინვარზე ოცი დღის განმავლობაში ივარჯიშებენ და მოემზადებიან 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ბაკურიანში გაიმართება. მანამდე კი 2024 წლის ზამთრის სეზონზე ქართველი მოთხილამურეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია) შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.