book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

27-28 ოქტომბერს 2024/25 წლის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ტრადიციულად ავსტრიის ცნობილ კურორტზე – ზოლდენში ჩატარდა.

აქვე გამოვლინდა 2024 წლის საუკეთესო მოთხილამურე.

შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა კიდევ ერთი ბრწყინვალე თასი დაამატა თავის ჯილდოებს. საუკეთესო მოთხილამურე სათხილამურო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (AIJS) დააჯილდოვა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა – პატრიკ ლანგმა პრესტიჟული Skieur D’Or 2024 – სერჯ ლანგის თასი გადასცა. მან ეს ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა.

სათხილამურო ისტორიაში დაჯილდეობა 62-ჯერ ჩატარდა.

გასულ წელს ოდერმატმა გამორჩელად კარგად იასპარეზა, მან 13 მსოფლიო თასს კიდევ ოთხი ბროლის გლობუსი შემატა.

ნომინაციაზე წარდგენილი იყვნენ ასევე: ქალთა მსოფლიო თასის გამარჯვებულები: ლარა გუტ-ბეჰრამი (სუპერ გიგანტის და გიგანტის თასების მფლობელი), მიკაელა შიფრინი (8 სლალომის თასის მფლობელი) კონი ჰუტერი (სწრაფდაშვების თასის მფლობელი), ასევე კვიპრიან სარაზინი (მეორე ადგილი სწრაფდაშვებაში), ლოი მეილარი და ფედერიკა ბრინიონე, მაგრამ საბოლოოდ მარკო ოდერმატს ერგო თასი.

შვეიცარიელ მოთხილამურეს თავისი კერპ  პირმინ ცურბრიგენის (ამ ტიტულის გამარჯვებული სამჯერ გახდა) რეკორდის გათანაბრებამდე ერთი თასის მოგებაღა აკლია. მარკო ოდერმატმა შესაძლოა რეკორდული მეოთხე Skieur D’O თასის მოგებაც შეძლოს მომავალში.