book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრმა ლუკა ბუჩუკურმა ზამთრის მილანო კორტინას ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა.

ლუკა ბუჩუკურის კომენტარი შეჯიბრამდე: -,,პატარაობიდან ვოცნებობდი ოლიმპიადაზე საუკეთესო ათლეტებთან ერთად მიმეღო მონაწილეობა. ამას წინ უძღოდა დიდი შრომა და უწყვეტი ვარჯიში. დღეს პირველ სტარტს ავიღებ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.“

14 თებერვალს გიგანტურ სლალომი გაიმართა, ლუკამ 56-ე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი ბრაზილიელმა ლუკას პინიერო ბრატენმა მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელები: შვეიცარლებმა მარკო ოდერტმატი და ლუიკ მეილარდი გახდნენ.

16 თებერვალს სლალომის შეჯიბრის დროს ძალიან ცუდი ამინდი იყო, თოვდა და მონაწილეების უმრავლესობა ასპარეზობას გამოეთიშა, სამწუხაროდ მათ შორის ლუკა ბუჩუკურმაც ვერ დაასრულა ტრასა. პირველი ცდის შემდეგ მსოფლიო თასის ლიდერს ატლე ლი მაგრატს ჰქონდა საუკეთესო დრო, მეორე ცდაზე სამწუხაროდ გამოეთიშა ასპარეზობას. გამარჯვება კი შვეიცარიელმა ლუიკ მეილარდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ავსტრიელი ფაბიო გაშტრაინი გავიდა, მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა დაიკავა.“