დღეს ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სლალომი გაიმართა ვაჟთა შორის. 90 მონაწილეს შორის ქართველმა სამთო-მოთხილამურემ – ირაკლი ხერგიანმა 26-ე ადგილი დაიკავა, გოგა გულედანი კი 36-ე ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშნენ გიორგი ჯაფარიძე და იასონ ვეზდენი.
შეჯიბრება ნორვეგიელმა სტორმ ანდრე ჰაგენმა მოიგო, მეორე და მესამე ადგილები ესპანელმა ლუკენ გარიტანო ისტუბრემ და ინლისელმა ზაკ ქებრიკ სმიტმა დაიკავეს.
ხვალ გაიმართება ქალთა სლალომი, 16 თებერვალს კი გუნდური შეჯიბრება.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!