დღეს ბაკურიანში დიდველის ფერდობზე, ახალ ,,სკი კროსის“ ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული ეტაპი გაიმართა სლალომის სახეობაში. მზიანმა ამინდმა და კარგად მომზადებულმა თოვლის საფარმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი დაგეგმილ დროს წარმატებით გამართულიყო.
შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო:
სლალომის პრიზიორები:
2011-2012 წწ.
გოგონები:
1 – კატო ცირეკიძე – გუდაური
2 – ნინო კაჭკაჭიშვილი – თბილისი
3 – კესანე დავლიანიძე – ,,სკი ჰაუსი“
ვაჟები:
1 – ალექსანდრე ნასყიდაშვილი – ბაკურიანი
2 – ნიკოლოზ ჯაფარიძე – სვანეთი
3 – ნოე ზაქაიძე – გუდაური
2009-2010 წწ.
გოგონები:
1 – ნინო გეორქოვი – ბაკურიანი
2 – ანასტასია ვიბლიანი – ბაკურიანი
ვაჟები:
1 – ანრი ჩოგაძე – აჭარა
2 – სანდრო ხვედელიძე – ბაკურიანი
3 – ალექსანდრე ჯანგუვენი – ბაკურიანი
2008 წ. და უფროსი ასაკი:
გოგონები:
1 – ნატა მეხეშიძე – აჭარა
ვაჟები:
1 – ირაკლი ხერგიანი – სვანეთი
2 – გოგა გულედანი – სვანეთი
3 – ირაკლი აბესაძე – ბაკურიანი
ხვალ გიგანტური სლალომია დაგეგმილი.