სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპზე ბაკურიანში საქართველოს ნაკრების წევრი დავით თედიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
FIS ის ეგიდით ჩატარებულ სხვადასხვა შეჯიბრებებზე დავითი მრავალჯერ იყო საუკეთესოთა სამეულში და შეძლო საკმარისი სარეიტინგო ქულების დაგროვება. მსოფლიო თასის ეტაპებზე მონაწილეობისთვის მინიმუმ 100 სარეიტინგო ქულაა საჭირო, დავითს კი ამჟამად 166 ქულა აქვს. ფინალურ ეტაპში მოსახვედრად, დავითმა უნდა შეძლოს 32 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვედრა, შეჯიბრის წინა დღეს, გამართულ კვალიფიკაციაზე.
კვალიფიკაცია 9 თებერვალს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრს ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე გახსნიან.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოთხილამურეებს!