book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპების შემდეგ ბაკურიანმა კიდევ ერთ მსოფლიო დონის ღონისძიებას უმასპინძლა. 3, 4 და 5 მარტს კურორტზე სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა.

კურორტს 14 ქვეყნის (იაპონია, აშშ, ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ავსტრია, ავსტრალია)   73 სპორტსმენი ესტუმრა.

3 მარტს კვალიფიკაცია , ხოლო 4 და 5 მარტს პატარა და დიდი ფინალები ჩატარდა. 4 მარტს გამართულ შეჯიბრში მამაკაცებიდან კანადელმა გრონდინ ელიოტმა, ხოლო ქალებიდან ჩეხმა ევა სამკოვამ გაიმარჯვა. 5 მარტს კი პირველი ადგილი მამაკაცებს შორის იტალიელმა ვიზინტინ ომარმა, ხოლო ქალებს შორის ბრიტანელმა შარლოტ ბენქსმა დაიკავა.

ყველა ზემოთხსენებული ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ შემუშავებული კოვიდ-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

სურათების სანახავად ეწვიე ბმულს.