book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

reservation@name.com Reservation hotline: +1 800 1234 556

თოვლის დღე

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მეექვსე წელია იანვრის მეორე კვირას ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. ეს დღესასწაული ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

გუდაურში,,თოვლის მსოფლიო დღე“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ თავისი გენერალური სპონსორის კომპანია ,,სილქნეტის“ მხარდაჭერით ბავშვთა გასართობი ღონისძიება არაერთხელ წარმატებით გამართა. ბოლო წლებია სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კომპანია ,,სილქნეტის“ ,,თოვლის მსოფლიო დღის“ ჩატარების ინციატივას, მთის კურორტების განვითარების კომპანია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც შემოუერთდა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა აქტივობებში,როგორებიცაა გასართობი და სპორტული შეჯიბრებები,მონაწილეობენ 4 -დან 14 წლამდე ბავშვები და სხვადასხვა სკოლები : საკვირაო სკოლა ,,რებუსი“, კულინარიის სკოლა ,,კარამელი“, ,,ბასტი ბუბუს“ მომღერალი ბავშვები, ანიმატორთა ჯგუფი ,,გასართობი ავტობუსი“ და მარტყოფის შეზღუდული პასუხიმგებლობის დაწესებულების ბენეფიციარები. ამ ღონისძიების მონაწილე ბავშვებისთვის და მათი მშოლებისთვის ეს დღე დაუვიწყარი მოგონებაა.

Copyright © 2020 GSF. Developed by Domenebi.ge