FISმა დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მსოფლიო თასის რისკების მართვის Covid-19 ტესტირების პროტოკოლი გამოაქვეყნა.
პროტოკოლი სპეციალურად შეადგინეს ექსპერტებმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ Covid-19-ის გავლენა FIS მსოფლიო თასის შეჯიბრებებზე. პროცესებში აქტიურად არიან ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
პროტოკოლში ნათლად არის გაწერილი ის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რომელიც შეჯიბრების დაწყებამდე 4 თვით ადრე უნდა შეასრულოს ღონისძიებებში ჩართულმა ყველა მხარემ. რათქმაუნდა, პროტოკოლი და მიღებული წესები ვრცელდება ჩვენზეც, როგორც მომავალი მსოფლიო თასის ჩემპიონატის მასპინძლებზე.
გატარებული ღონისძიებები ეხმარება სპორტს მიმდინარე პირობებში ადაპტირებისთვის.
FIS-ის C-19-ის პრევენციის სახელმძღვანელო ორგანიზატორებისთვის, რომელიც მოიცავს მსოფლიო თასის პროტოკოლსაც, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. დოკუმენტი ძირითადად მოიცავს Covid-19-თან დაკავშირებულ პრაქტიკულ საორგანიზაციო საკითხებს, ისეთებს, როგორიცაა ნიღბების გამოყენება, დისტანცირება, აღჭურვილობები, ლოგისტიკა და ა.შ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს