დღეს გუდაურში სნოუბორდ კროსის FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი წარმატებით ჩატარდა.
ქალთა შორის გამარჯვებული ფრანგი ქლო თრესფეჩი გახდა, მეორე ადგილზე ჩეხი ადამ ზადამზიკოვა გავიდა, მესამე ადგილს კი შვეიცარიელი სოფი ჰაიდიგერი დასჯერდა.
ვაჟთა შორის კი სამეული ასე გადანაწილდა – პირველი კანადელი ელიოტ გრონდინი, მეორე ავსტრალიელი კამერონ ბოლტონი და მესამე ავსტრიელი ალესანდრო ჰემერლი.
ხვალ ისევ სნოუბორდ კროსის მეორე შეჯიბრი გაიმართება.