book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

10-11 თებერვალს FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში ბაკურიანში გაიმართება.

საერთაშორისო  ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია,  ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60  სპორტსმენი იასპარეზებს. დავით თედიაშვილმა  კვალიფიკაციაში მე-40 ადგილი დაიკავა და სამწუხაროდ ფინალურ ცდაზე ვერ გამოვა, რადგან საუკეთესოთა 32 მოთხილამურეს შორის უნდა მოხვედრილიყო, რომ ფინალში მონაწილეობის უფლება მიეღო.

ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე გახსნიან ფინალურ ეტაპებს.

მსოფლიო თასის ეტაპებს საერთაშორისო მედია გააშუქებს. პირდაპირი ტრანსლიაცია გაიმართება „ევროსპორტზე“ და საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მედია პარტნიორია ევრონიუს საქართველო.

გასულ წელს საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში და საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტის რუკაზე. სხვადასხვა დისციპლინებში წარმატებით ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საქართველოს მთიანი კურორტების მოხვედრა FIS-ის რეგულარულ კალენდარში.

2023 წლის დეკემბერში ბაკურიანში გაიმართა მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. გასულ შაბათ-კვირას კი გუდაურმა ასევე წარმატებით უმასპინძლა სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს. განსხვავებულ დისციპლინას, სკი კროსს უმასპინძლებს ამჯერად ბაკურიანი. მომავალშიც იგეგმება ფრისტაილის სხვადასხვა სახეობებში საქართველოს სამთო-კურორტებზე მსოფლიო თასის ეტაპების ჩატარება.

საერთაშორისო ტურნირებით დატვირთული ზამთრის სეზონის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) იმართება.

მსოფლიო თასების ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი სპონსორი კომპანია სილქნეტი.

სპონსორია კომპანიები: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“.