22-23 დეკემბერს ბაკურიანში 2023-2024 წწ. მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება მოგულისა და ორმაგი მოგულის სახეობებში. აღსანიშნავია, რომ საქარველოს სამთო კურორტები რეგულარულ კალენდარში განთავსდა და მომდევნო წლებში გუდაურსა და ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება სხვადასხვა სახეობებში.
კოხტა გორას ტრასაზე გამართულ შეჯიბრებაში 16 ქვეყნის 90 მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას.
ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის და სპორტსმენებისთვის დატვირთული იქნება თებერვლის თვეც. 2-4 თებერვალს გუდაური უმასპინძლებს სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასს, 8-11 თებერვალს კი ბაკურიანში გაიმართება სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპები.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით და საერთაშორისო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციების ეგიდით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორი კი კომპანია სილქნეტი და ბორჯომია.