book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

FIS-ის სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის პირველი დღე გუდაურში

FIS-ის სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის პირველი დღე გუდაურში

დღეს გუდაურში სნოუბორდ კროსის FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი წარმატებით ჩატარდა. ქალთა შორის გამარჯვებული ფრანგი ქლო თრესფეჩი გახდა, მეორე ადგილზე ჩეხი ადამ ზადამზიკოვა გავიდა, მესამე ადგილს კი შვეიცარიელი სოფი ჰაიდიგერი დასჯერდა. ვაჟთა შორის კი სამეული ასე გადანაწილდა – პირველი კანადელი ელიოტ გრონდინი, მეორე ავსტრალიელი კამერონ ბოლტონი და მესამე ავსტრიელი ალესანდრო ჰემერლი. ხვალ ისევ სნოუბორდ კროსის მეორე შეჯიბრი გაიმართება.

დეტალურად

სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში

სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში

3-4 თებერვალს მსოფლიო თასის ეტაპები სნოუბორდ კროსის დისციპლინაში პირველად გაიმართება გუდაურში. შეჯიბრში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS იმართება მსოფლიოს 17 წამყვანი  ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო თასის ეტაპებს საერთაშორისო მედია გააშუქებს. პირდაპირი ტრანსლიაცია გაიმართება „ევროსპორტზე“ და საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის…

დეტალურად

ჯაბა სხვედიანმა გაიმარჯვა პოლონეთში

ჯაბა სხვედიანმა გაიმარჯვა პოლონეთში

დღეს პოლონეთის კურორტ გუბალოვკაში FIS-ის ეგიდით ბიგ ეარის სახეობაში გაიმართა შეჯიბრი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა ჯაბა სხვედიანმა გუშინდელი მეორე ადგილის შემდეგ გაიმარჯვა და კიდევ გაიუმჯობესა მსოფლიო რეიტინგის ქულები. ნიკოლოზ გაბულდანმა კი მე-9 ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ჯაბას ამ წარმატებას!

დეტალურად

ჯაბა სხვედიანმა პოლონეთში მეორე ადგილი დაიკავა

ჯაბა სხვედიანმა პოლონეთში მეორე ადგილი დაიკავა

პირველ თებერვალს პოლოეთის კურორტ გუბალოვკაში FIS-ის სლოუფსთაილის შეჯიბრი ჩატარდა, სადაც საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრმა ჯაბა სხვედიანმა მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ჯაბას ფეხის ტრავმის შემდეგ დიდხნიანი რეაბილიტაცია დაჭირდა და რთული გზის შემდეგ ეს წარმატება ორმაგად სასიხარულოა. შეჯიბრებაში მეორე ქართველი – ნიკოლოზ გაბულდანიც ასპარეზობდა, ნიკოლოზმა მე-12 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ ჯაბას, ხვალინდელ ბიგ აირის შეჯიბრზე კი წარმატებებს ვუსურვებთ…

დეტალურად

თოვლის მსოფლიო დღე 2024

თოვლის მსოფლიო დღე 2024

2012 წლიდან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით მსოფლიოში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც ამავე წლიდან ამ დღეს საქართველოს ყველა სამთო კურორტზე აღნიშნავს. ტრადიციად ქცეული ეს ზამთრის გამორჩეული დღე ჩვენი ქვეყნის ყველა კურორტზე დიდი სიხარულით და ხალისით აღინიშნება. წელს, ჩვენი ნაკრების სპორტსმენებმა, ისე როგორც მსოფლიოს სხვა თოვლიან ქვეყნებში, მოყვარულ მოთხილამურეებთან ერთად გაატარეს თოვლის საერთაშორისო დღე და მათ გამოცდილება გაუზიარეს, თუ…

დეტალურად

ორმაგი მოგულის მსოფლიო თასი ბაკურიანში

ორმაგი მოგულის მსოფლიო თასი ბაკურიანში

23 დეკემბერს ბაკურიანში კოხტა გორას ფერდობზე ორმაგ მოგულში ქალთა და მამაკაცთა შორის მსოფლიო თასის ეტაპი წარმატებით ჩატარდა. 2023 წლის ბაკურიანის ორმაგი მოგულის მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულები გახდნენ ქალთა შორის ავსტრალიელი იაკარა ანტონი და მამაკაცთა შორის კანადელი მიკაელ კინსბარი.               . ქალთა შორის მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს: კანადელმა მაია შმინგჰამერმა და ამერიკელმა ჯენი კეფიმ. მამაკაცთა შორის კი მეორე და მესამე ადგილებზე…

დეტალურად

მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში

მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში

22 დეკემბერს ბაკურიანში კოხტა გორას ფერდობზე FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა მოგულის სახეობაში. მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული ქალთა შორის ავსტრალიელი იაკარა ანტონი გახდა, მეორე  და მესამე ადგილებზე იაპონელი რინო იანაგიმოტო და ამერიკელი ჰანა სორი გავიდნენ. ვაჟთა შორის კი პირველი სამეული ასე გადანაწილდა: – 1 . იაპონელი იკუმა ჰორიშიმა  2. შვედი ფილიპ გრავენფორსი 3. კანადელი მიკაელ კინგსბარი. ხვალ გაიმართება ორმაგი მოგულის…

დეტალურად

FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანსა და გუდაურში

FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანსა და გუდაურში

22-23 დეკემბერს ბაკურიანში 2023-2024 წწ. მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება მოგულისა და ორმაგი მოგულის სახეობებში. აღსანიშნავია, რომ საქარველოს სამთო კურორტები რეგულარულ კალენდარში განთავსდა და მომდევნო წლებში გუდაურსა და ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება სხვადასხვა სახეობებში. კოხტა გორას ტრასაზე გამართულ შეჯიბრებაში 16 ქვეყნის 90 მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის და სპორტსმენებისთვის დატვირთული იქნება თებერვლის თვეც. 2-4 თებერვალს გუდაური უმასპინძლებს სნოუბორდ კროსის…

დეტალურად

FIS-ის სამთო-სათხილამურო შეკრება ლიეტუვაში

FIS-ის სამთო-სათხილამურო შეკრება ლიეტუვაში

9-16 ნოემბერს ლიეტუვაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ (FIS-ის) ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სავარჯიშო შეკრება ჩატარდა. შეკრებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრები ლევან ნაზღაიძე და იასონ ვეზდენი თავიანთ მწვრთნელთან – ალექს ბენიაიძესთან ერთად. სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა ხელოვნურ თოვლზე დახურულ დარბაზში სახელწოდებით ,,სნოუ არენა“ ივარჯიშეს. შეკრების დასასრულს 14-15 ნოემბერს FIS-ის სლალომის შეჯიბრება გაიმართა. პირველ დღეს ლევან ნაზღაიძემ 28-ე და იასონ ვეზდენმა 30-ე ადგილები დაიკავეს.…

დეტალურად

სამთო-მოთხილამურეები 2025 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებიან

სამთო-მოთხილამურეები 2025 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებიან

პირველ ოქტომბერს საქართველოს გოგონათა და ვაჟთა სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ანასტასია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ლებანიძე, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე და იასე ვეზდენი  ავსტრიაში  გაემგზავრნენ. მათ საწვრთნელ შეკრებას ალექს ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და ნინი ნინუა ხელმძღვანელობენ. საქართველოს ნაკრების წევრები ჰინტერტუქსის ცნობილ მყინვარზე ოცი დღის განმავლობაში ივარჯიშებენ და მოემზადებიან 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ბაკურიანში გაიმართება. მანამდე კი 2024 წლის…

დეტალურად