book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გვასახელეს

ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გვასახელეს

2016 წლიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ევროპის განვითარებადი სათხილამურო ქვეყნების (SES) კავშირის წევრია. SES-ი ყოველწლიურად ატარებს შეჯიბრებებს სხვადასხვა სათხილამურო დისციპლინებში, ასევე საწრთვნელ შეკრებასა და სემინარებს. 2026 წლის 19 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით ბოსნია და ჰერცეგოვინას სათხილამურო კურორტ ბიელასნიცაში FIS-ის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, SES-ის ორგანიზებით ტარდება საწვრთნელო შეკრება განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან მოწვეული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები: მარიამ მამნიაშვილი,…

დეტალურად

ნინო წიკლაურმა ორი გამარჯვება მოიპოვა

ნინო წიკლაურმა ორი გამარჯვება მოიპოვა

17-18 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინას კურორტ იაჰორინაში გაიმართა FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებები სლალომის სახეობაში (4 შეჯიბრი), სადაც ქართველმა სამთო-მოთხილამურემ – ნინო წიკლაურმა პირველ დღეს მეორე და მესამე ადგილები დაიკავა, ხოლო 18 იანვარს გამართულ შეჯიბრზე ორი გამარჯვება მოიპოვა. ნინო წიკლაური 2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, ნინოსთვის მე-5 ოლიმპიადა იქნება, რაც საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ქართველი მოთხილამურე ხუთჯერ…

დეტალურად

17 იანვარს ზურულდის ფედრობზე გიგანტური სლალომი წარმატებით ჩატარდა

17 იანვარს ზურულდის ფედრობზე გიგანტური სლალომი წარმატებით ჩატარდა

17 იანვარს მესტიაში ზურულდის ტრასაზე 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპი გიგანური სლალომის სახეობა გაიმართა. დაგეგმილი იყო სლალომი, მაგრამ ახალი, ფაკუკი თოვლის გამო ისევ გიგანტური სლალომის ჩატარება გადაწყდა. შეჯიბრში თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრ ჯგუფად დაიყო. გიგანტური სლალომის პრიზიორები: 2012-2013 წწ. გოგონები: 1 – ლიკა პაპიძე – აჭარა 2…

დეტალურად

16 იანვარს მესტიაში საქართველოს 2026 წლის სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპი – გიგანტური სლალომი გაიმართა

16 იანვარს მესტიაში საქართველოს 2026 წლის სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპი – გიგანტური სლალომი გაიმართა

დღეს მესტიაში ზურულდის ტრასაზე 2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული ეტაპი გიგანტური სლალომის სახეობაში გაიმართა. შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო. გიგანტური სლალომის პრიზიორები: 2012-2013 წწ. გოგონები: 1 – ლიკა პაპიძე – აჭარა 2 – თეკლა ვიბლიანი – ბაკურიანი 3 – ანანო სანაკოევი – ბაკურიანი   ვაჟები: 1…

დეტალურად

ლუკა ბუჩუკრმა ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა

ლუკა ბუჩუკრმა ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა

საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრი ლუკა ბუჩუკური მილანი-კორტინას ოლიმპიადაზე იასპარეზებს. მან დააგროვა შესაბამისი ქულები სლალომსა და გიგანტურ სლალომში, სწორედ ამ ორ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას ლუკა. 14 და 16 თებერვალს ვაჟთა შორის ქალაქ ბორმიოში გაიმართება გიგანტური სლალომი და სლალომი. საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ლუკამ წარმატებით გაიარა მოსამზადებელი პერიოდი. ლუკა ბუჩუკური: -,,წლის განმავლობაში ფიზიკურად ვემზადებოდი ძალიან კარგად, გუნდთან ერთად მქონდა…

დეტალურად

ნინო წიკლაურმა აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი მოიგო

ნინო წიკლაურმა აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი მოიგო

8-11იანვარს აზერბაიჯანის კურორტ შადაგ მაუნთინ რეზორთი აზერბაიჯანის ღია პირველობას და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებებს მასპინძლობს. 8 იანვარს სლალომის შეჯიბრება ჩატარდა, სადაც ქართველმა სამთო-მოთხილამურემ – ნინო წიკლაურმა გამარჯვება მოიპოვა, მეორე ადგილზე შვეიცარიელი ნიკიტა ანერი გავიდა და მესამე ადგილს უზბეკი საბინა რეჯეპოვა დასჯერდა. ნინო წიკლაური:-,,პირველად ვარ ამ კურორტზე, მთა საკმაოდ ტექნიკური იყო, როგორიც მე მომწონს. დიდი მოსამზადებელი პერიოდი არ მქონოა ამ ზამთრისთვის, მაგრამ…

დეტალურად

დავით თედიაშვილი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის

დავით თედიაშვილი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის

საქართველოს სკი კროსის ნაკრების წევრი დავით თედიაშვილი ამჟამად ევროპაში იმყოფება თავის მწვრთნელებთან ვახტანგ კოპაძესთან და ალექსანდრე ცხოვრებაშვილთან ერთად. დავითი შეჯიბრებებზე გამოდის და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის. დავითი მსოფლიო რეიტინგის პირველ ასეულშია, მაგრამ მან ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება რომ მიიღოს, მსოფლიო თასის ეტაპის საუკეთესოთა 30-ეულში უნდა შეძლოს მოხვედრა. ნოემბერში დავითმა ავსტრიის კურორტ პიცტალში FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებებზე იასპარეზა, მან 26-ე და 28-ე ადგილები…

დეტალურად

ნინო გეორქოვი და ნიკოლოზ ლებანიძე ავსტრიაში FIS-ის შეკრებაზე იყვნენ

ნინო გეორქოვი და ნიკოლოზ ლებანიძე ავსტრიაში FIS-ის შეკრებაზე იყვნენ

26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ავსტრიის კურორტ შტუბაიში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებული შეკრება გაიმართა. ყოველწლიურად საერთაშორისო ფედერაცია აწყობს ახალგაზრდა მოთხილამურეებისთვის მოსამზადებელ შეკრებას, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან სპორტსმენები, რომლებიც ბავშვთა ასაკიდან იუნიურთა ასაკში გადადიან (16 წ.). ისინი ავსტრიაში მყინვარზე გადიან მომზადებას. FIS-ის წესებით ქვეყნიდან ერთი გოგონასთვის და ერთი ვაჟისთვის არის შესაძლებელი ამ შეკრებაზე მოხვედრა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ნინო გეორქოვსა და…

დეტალურად

საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრებმა ავსტრიაში ივარჯიშეს

საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრებმა ავსტრიაში ივარჯიშეს

საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრებმა: ნიკა ელოშვილმა, რევაზ ბურდულმა, ჯაბა სხვედიანმა, ირაკლი ფხაკაძემ და ნიკოლოზ გაბულდანმა 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე ავსტრიის ცნობილ კურორტზე შტუბაიში  თავიანთი მწვრთნელის ტომას მურგის მეთვალყურეობით ივარჯიშეს. სამწუხაროდ ვარჯიშის დროს ნიკოლოზ გაბულდანმა მუხლის ტრავმა მიიღო. ნიკა ელოშვილი: -,,გუნდის ვარჯიშებმა ჩვენი მწვრთნელის ტომას მურგის ხელმძღვანელობით საკამოდ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა მას ჩვენგან! სამწუხაროდ სერიოზული ტრავმა მიიღო ნიკოლოზ გაბულდანმა მუხლზე,…

დეტალურად

საქართველოს სამთო მოთხილამურეები ავსტრიაში ვარჯიშობენ

საქართველოს სამთო მოთხილამურეები ავსტრიაში ვარჯიშობენ

20 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ქართველი სამთო-მოთხილამურეები: (დიდები, იუნიორები და ბავშვები) ლუკა ბუჩუკური, ირაკლი ხერგიანი, ნოდარ კოზანაშვილი, ქეთევან ვეზდენი, ანასტასია ვიბლიანი, კახა გოშთელიანი, დავით გამცემლიძე და ილარიონ მუშკუდიანი ავსტრიის კურორტ ჰინტერტუქსში იმყოფებიან და მყინვარზე ვარჯიშობენ. 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე კი ნინო გეორქოვი და ნიკოლოზ ლებანიძე FIS-ის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ შეკრებაზე Fis-camp-ში აგრძელებენ მომზადებას კურორტ შტუბაიში, მანამდე ისინი ასევე ჰინტერტუქსში იმყოფებოდნენ ვარჯიშობდნენ…

დეტალურად