book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

reservation@name.com Reservation hotline: +1 800 1234 556

2020/2021  წლის სამთო-სათხილამურო თასის თავდაპირველი კალენდარი  ოქტომბერში გახდა ცნობილი, თუმცა კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე FIS-ის საორგანიზაციო გუნდი ვალდებული გახდა შეეტანა გარკვეული ცვლილებები ჩემპიონატის განრიგში.  რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად, საბოლოო ადაპტირებული კალენდარი შედგა.

დეკემბრის ეტაპი ჩატარდება ავსტრიის სათხილამურო კურორტ მონტაფონში 11 და 12 დეკემბერს.

მონტაფონის შემდეგ ჩემპიონატის ეტაპს უმასპინძლებს შვეიცარია, კერძოდ ქალაქი აროსა. აროსაში მსგავსი ღონისძიება ჩატარდება 14-16 დეკემბერს, პირველად ისტორიაში.

საწყისი კალენდრის მიხედვით აროსას შემდეგი ეტაპი უნდა ჩატარებულიყო იტალიაში , თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით 19-20 დეკემბერს შეჯიბრს უმასპინძლებს  ვალ ტორენსი, საფრანგეთი.

“მოხარულები ვართ, რომ ყველა ორგანიზატორი დადებითად მიუდგა კალენდარში ცვლილებების შეტანას. ასეთ მძიმე პერიოდში გვიწევს ვიყოთ განსაკუთრებულად მოქნილები. ძალიან სასიამოვნოა ისეთი პარტნიორების ყოლა გუნდში,  რომლებიც ჩვენსავით მოტივირებულები არიან” – განაცხადა  FIS-ის სათხილამურო და სნოუბორდ კროსის საშეჯიბრო დირექტორმა კლაუს ვალდნერმა.

იდრეს  ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტმა შვედურ სათხილამურო ფედერაციასთან და FIS-ის წევრებთან ერთად მიიღო სასიხარულო გადაწყვეტილება და დაამატა კიდევ ერთი ეტაპი შვედეთში შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც შეჯიბრები ჩატარდება 20-24 იანვარს.

ჩანიშნული ღონისძიებების დარჩენილი ნაწილი ჩატარდება იმ განრიგით რომელიც საწყის ეტაპზე იყო ცნობილი. შესაბამისად  30-31 იანვარს ეტაპს უმასპინძლებს ფელდბერგი, გერმანია ; 6-7 თებერვალს კი მსოფლიო ჩემპიონატის განსაკუთრებული ეტაპი ჩატარდება საქართველოს სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, ეს ეტაპი არამხოლოდ იმიტომ არის განსაკუთრებული რომ საქართველო მას პირველად მასპინძლობს, არამედ  ბაკურიანი უმასპინძლებს პირველ სათხილამურო კროსის გუნდურ ღონისძიებას რაც ყველასთვის ძალიან საინტერესო სიახლეა.

12-13 მარტს კი შემდეგ შეჯიბრებებს უმასპინძლებს რუსეთის სათხილამურო კურორტი “მზიანი ველი”.

ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი კი ჩატარდება შვეიცარიაში, კერძოდ ვეისონაზში 20-21 მარტს.

ახალი კალენდრის დეტალურად ნახვა შეგიძლიათ  აქ