book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან ყოველწლიურად იწვევენ ახალგაზრდა მოთხილამურეებსa და მწვრთნელებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროგრამის მიერ ორგანიზებულ სავარჯიშო შეკრებაში.

მიმდინარე წელს FIS-ის პროგრამის ფარგლებში, საზაფხულო საწვრთნელი შეკრება 13 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით სლოვენიის კურორტ პლანიცაში მდებარე ტრამპლინების სავარჯიშო კომპლექსების ბაზაზე ჩატარდა. შეკრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტრამპლინიდან ხტომის ნაკრებმა. (2007-2011 წწ.-ებში დაბადებულმა სპორტსმენებმა. იუნიორთა ასაკი – 4 სპორტსმენი, უფროსი ნაკრების წევრი – 2 სპორტსმენი და 2 მწვრთნელი).

19 ივლისიდან 29 ივლისამდე კი საქართველოს ნაკრების უფროსი ასაკის სამი სპორტსმენი ავსტრიის კურორტ ვილახის არსებულ ტრამპლინების კომპლექსის ბაზაზე იმყოფება და ვარჯიშობს. შეკრება მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენებისთვის, რადგან მომავალი სეზონის FIS-ის სარეიტინგო ტურნირებისთვის მზადება წარიმართება K-90 /HHS 98 სიმაღლის ტრამპლინებიდან.

ვილახში ასევე გაიმართა შეჯიბრი, სადაც ალან გობოზოვმა მესამე ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ ალანს ამ წარმატებას!